saingilo
Wednesday, April 25, 2012
საინგილო
საინგილო, მხარე ფეოდალური ხანის საქართველოში, ისტორიული კახეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, თანამედროვე აზერბაიჯანში. მოიცავს ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას. ტერმინი „საინგილო“ XIX საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად “ახლად მორჯულებულს” ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები “ინგილო” და “საინგილო”.
კახის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 2 ქართული მოქმედი ეკლესია კახინგილოს და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის.
ასევე რაიონის ტერიტორიაზე არის: ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის და მეშაბაშის მთავარ ანგელოზის სახელობი, ქოთოქლის სამებისა და კახის ალავერდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები.
კავკასიონის მთის ძირას, საქართველოს აღმოსავლეთში
იგი ერთია ადგილი, სახელად ჰერეთი ჰქვია.
ადგილი ესე ქართული დღეს არ გვეკუთვნის ჩვენაო
დიდი ხნის წართმეული არს, პატარა შვილი დედასო.
მაგრამ დრო იყო ოდესღაც, ჩვენ საქართველოს ერთობის
თამაშის, მხიარულობის, ქეიფობის და გართობის
და მეფე ჰყავდათ ჭკვიანი, ბრძენი, თავმდაბალი და ლაღია
მთელი ქვეყანა ჰყვაოდა, როგორც ედემის ბაღია,
ეს ჩვენი მხარე ჰერეთი, სულ სილამაზით განთქმული
ლამაზი, მაღალი მთებით
წაიკითხე მეტი აქ :a href="http://www.ambioni.ge/saingilo"/a
Labels:
საინგილოს აღწერა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment